logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- +

27 ივნისი. 2023. 23:57

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათ დასაძლევად დაგეგმილი ღონისძიებები.

კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიების დროს მსჯელობა წარიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ნაწილში სამსახურის გაფართოებული მანდატის განხორციელებისა და სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებისა და მოწმეთა დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner