აშშ-მა უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ქვეითთა დამატებით საბრძოლო მანქანებსა (Bradley) და Stryker-ის ჯავშანტექნიკას.
აშშ-ის სამხედრო დახმარების წინა პაკეტი, რომელიც გამოცხადდა ივნისის დასაწყისში, 325 მილიონი დოლარის ღირებულების იყო და მოიცავდა საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გამოუყო 39 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება.