ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს მოუწოდეს, გააძლიეროს აღმოსავლეთ საზღვრები ბელარუსში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების განლაგების საპასუხოდ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და არჩეულმა პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ „ვაგნერელთა“ და მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში განლაგება უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა შეფასდეს.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ სიჩქარე, რომლითაც „ვაგნერელები“ მოსკოვისკენ მოძრაობდნენ, მიუთითებს ბალტიის ქვეყნების თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე.