logo_geo
eng_logo
იტალიაში, „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფარგლებში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

28 ივნისი. 2023. 01:51

იტალიაში, მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფარგლებში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებს, მათ შორის პოლიტიკოსებს კალაბრიის რეგიონიდან, ბრალი ედებატ, მათ შორის მაფიასთან კავშირებში, მკვლელობასა და გამოძალვაში.

ქალაქ კატანძაროს პროკურორმა, ნიკოლა გრატერიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგიონის პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები მაფიოზებმა 2014-2020 წლების პერიოდში დაიმორჩილეს.

გამოძიება 123 პირის მიმართ მიმდინარეობს, მათ შორის არის კალაბრიის რეგიონის ყოფილი გუბერნატორიც.

right_banner right_banner
არქივი
right_banner