logo_geo
eng_logo
EURACTIV: სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით დარჩება
- +

28 ივნისი. 2023. 00:53

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების თქმით, სტოლტენბერგს, რომელიც ნატოს 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს, შემოდგომაზე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა ალიანსს კიდევ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.

ნატოს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს.

„არ არის უსაფრთხო ქარიშხლის დროს კაპიტნის შეცვლა“, - განუცხადა EURACTIV-ს ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner