იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროების თქმით, სტოლტენბერგს, რომელიც ნატოს 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს, შემოდგომაზე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა ალიანსს კიდევ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.
ნატოს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს.
„არ არის უსაფრთხო ქარიშხლის დროს კაპიტნის შეცვლა“, - განუცხადა EURACTIV-ს ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.