logo_geo
eng_logo
ქეთევან ჯაყელი: არ მაქვს სურვილი, ნებისმიერ საკითხში მამაკაცის თანასწორი ვიყო!
- +

10 მარტი. 2016. 20:38



„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის" დამფუძნებელი ქეთევან ჯაყელი გენდერული თანასწორობის შესახებ წერს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს:


„არც ჩემი რელიგია და არც ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია არ მზღუდავს, თავისუფლად ავირჩიო პროფესია და ვიყო წარმატებული, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო და ნებისმიერ სფეროში შემეძლება სასურველი მიზნის მიღწევა.

 

ყველა ადამიანის უფლებები რომ დაცული უნდა იყოს, ამაზე საზოგადოების თითქმის სრული უმრავლესობა ვთანხმდებით, თუმცა ესუფლებები" გარკვეულ ჯგუფებს განსხვავებულად ესმით. სამწუხაროდ, ის, რაც რეალურადაა დასაცავი, ჩრდილში რჩება და ძირითადად ხელოვნურად შექმნილი, არარეალურ პრობლემების გაპროტესტებით იმაღლებენ საზოგადოებრივ სტატუსს და იზრდიან შემოსავლის წყაროებს „უფლებადამცველი ორგანიზაციები". გესმით ჩემი ხმა?? დავიღალეთ!!

 

ნუ მართმევთ ჩემს მთავარ, შეუცვლელ უფლებას ვიყო ქალი! ქალი, რომელსაც პროფესიულ წარმატებასთან ერთად, უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელი დასისუსტე" არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჩემი დაჩაგვრის უფლებას მივცემ, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცისგან განსხვავებულ მოპყრობას და პატივისცემას მოვითხოვ. მე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქვს იგივე უფლება, რაც მამაკაცს და ჩემს ამ უფლებას რეალურად არავინ ზღუდავს, თუმცა არ მაქვს არანაირი სურვილი, ნებისმიერ საკითხში თანასწორი ვიყო მამაკაცის, რადგან მე ქალად დავიბადე და მინდა, ეს სტატუსი შევინარჩუნო! მე მასწავლეს, რომ ცხოვრებაში ქალს აქვს თავისი მოვალეობები და ვალდებულებები და კაცს - თავისი. ჩემი ოჯახის მამაკაცებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ქალსთვის პატივი უნდა ეცათ. ქართულ ტრადიციებზე გამზარდეს და 20 წლის განმავლობაში, არცერთხელ არ მიგრძვნია თავი დაჩაგრულად! პირიქით, განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობდი და განსაკუთრებულად მანებივრებდა ჩვენი ოჯახის უფროსი ანუ მამა, სწორედ იმიტომ, რომ ქალი ვარ. თუ ბავშვებს თქვენილიბერალური ღირებულებებით" ტვინს არ გამოურეცხავთ და სრული თანასწორობის ჩარჩოებში მოქცევის მაგივრად ასწავლით, რომ ბუნების კანონით ქალი და კაცი ერთმანეთისგან განსხვავდება და ადრეული ასაკიდან უქადაგებთ ურთიერთპატივისცემას, ამ შემთხვევაში შემცირდება ძალადობის ფაქტები.

 

მე ქალი ვარ და უფლებებთან ერთად მჭირდება ყვავილები არა მარტო სადღესასწაულო, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც!

მე ქალი ვარ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა მამაკაცები ადგილს უნდა მითმობდნენ!

მე ქალი ვარ და საერთოდ არ მჭირდება გვერდით თანასწორი მამაკაცი, კაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს და ეს მე არა დისკომფორტს, არამედ დიდ კომფორტს შემიქმნის!

გვაცადეთ ქალობა!!!"- წერს ჯაყელი სოციალურ ქსელში. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner