logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: კომპანია „Tether“ საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება
- +

28 ივნისი. 2023. 11:07

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Tether Operations Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და „Tether Operations Limited“-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია „Tether“ საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.

 

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია „Tether“ დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

 

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

 

ღონისძიებას დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner