logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში
- +

28 ივნისი. 2023. 13:21

 

 

„ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ვფიქრობთ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს ძალები, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადება შეაფასა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში.

 

„მე არ ვიცი, რატომ არის კონკრეტული ადამიანების ინტერესებში, რომ ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. აღნიშნულზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მეტად მძაფრად, ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტო. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ვფიქრობთ, ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს ძალები, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში“, -აღნიშნა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner