logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია მათზე ძალადობას რუსულ მეთოდს უწოდებს, მათგან ძალადობა კი თურმე ევროპული მეთოდი ყოფილა
- +

28 ივნისი. 2023. 14:06

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ძალადობა მიუღებელია, თუმცა მას სწორედ ოპოზიციური მხარე ახალისებს.

 

„კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი პირის მიმართ, მაგრამ ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებ საკუთარ მხარდამჭერებს, ამით მოწინააღმდეგე მხარის წახალისებასაც ახდენ. ძალადობა წარმოშობს ძალადობას. როდესაც ამის ინიციატორი თავად ხარ, შემდეგ აღარ უნდა აპროტესტებდე ამას.

 

მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მარტის თვეში ჩვენ ვიხილეთ მათი მხრიდან არნახული ძალადობა პოლიციასა და საზოგადოებაზე. მოვისმინეთ მოწოდებები ძალადობაზე პროფესორებზე, სტუდენტებზე და ყველაზე, ვინც მათ მოსაზრებას არ იზიარებდა. ეს ძალადობა გრძელდება დღემდე.

 

ოპოზიცია მათზე ძალადობას რუსულ მეთოდებს უწოდებს. მათგან ძალადობა კი თურმე ევროპული მეთოდი ყოფილა. დიახ, ვეთანხმები, ისინი სწორედ რუსული მეთოდებით მუშაობენ და არა ევროპული, ცივილიზებული სტანდარტებით. მათი პოლიტიკური აზროვნების და ქმედების სტილიც მხოლოდ რუსულია და არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან.

 

კიდევ ერთხელ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და მოვუწოდებთ ოპოზიციას, შეეშვან ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებს, თორემ ხედავენ, რომ მათზე გაბრაზებულ ხალხს ვერც სასჯელი და ვერც სოლიდური ჯარიმები ვერ აჩერებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner