logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში!
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:32


 

„პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და ვერც გაბედავდა, რაიმე ეთხოვა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.


ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია" გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ზედმეტად ემოციური იყო.


„2,5 წელიწადის განმავლობაში მე მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამე ეთხოვა. ჩემი აზრით, ჩემმა იმჟამინდელმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა.

 

ჩემი პოზიცია ძალიან მკაცრი იყო . მე მახსოვს, შეცდომებზე როგორი რეაქცია მქონდა, იგივე 7 ნოემბერზე როგორი საუბარი მქონდა, მე მგონი, ნათქვამი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სააკაშვილს მეტ კონსულტაციას ვუწევდი და მეტადაც ვეხმარებოდი. საერთოდ, ქვების სროლით მოვიდნენ, თუ გახსოვთ. მეც პოლიტიკურად არ მქონდა გამოცდილება. ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს, იმ რევოლუციის დროს საფრანგეთში ვცხოვრობდი. სამი ტელევიზორი მედგა და ვუყურებდი პროცესებს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია მქონდა მეც. ჩემი მოუმზადებლობის და არგაცნობიერების ბრალიც იყო ის, რომ ვცდილობდი, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორის ყოფნის სურვილიც გვქონდა ჩვენ. მათ გამოაშკარავებაში მე დიდი როლი ვითამაშე", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner