კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. სოფელ აღაიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სვანების დასახლებაში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ დასახლებაში ეკომიგრანტი ოჯახები ცხოვრობენ. სვანეთში 1986 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ აშენებული ბინები გადასცა და დაასახლა.
„მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდებში არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დროის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობაა - არამედ სპორტული მიღწევების შესაძლებლობაც“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.