logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ამონიტორინგებს სანქციების შესრულებას ჩვენს საფინანსო სისტემაში
- +

28 ივნისი. 2023. 20:29

ეროვნული ბანკი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ამონიტორინგებს სანქციების შესრულებას ჩვენს საფინანსო სისტემაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენი ბანკები მოწადინებულები არიან, რომ შეასრულონ ყველა რეგულაცია და ყველა შეზღუდვა, რაც რუსეთის ფედერაციას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა“, - აღნიშნავს თურნავა.

საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ მასშტაბური კომპლექსური სისტემა შეიმუშავა იმისთვის, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს. დღევანდელ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ სანქციები ეხება ისეთ ფინანსურ სექტორს, ნივთებსა და საქონელს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იარაღის შესაძენად ან ბრძოლის ველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ ითხოვს საქართველოსგან ვაჭრობის შეჩერებას საკვებზე, სასუქზე ან სხვა ფართო მოხმარების საქონელზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner