logo_geo
eng_logo
შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

28 ივნისი. 2023. 21:41

 

პოლიციამ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner