logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დღეს ჩვენი ოპოზიციის მუშაობის ძირითადი ხაზი გადის იმაზე, რომ დააზიანონ ეს ხელისუფლება იმ გზით, რომ ქვეყანას შეუქმნან წინაღობები, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით
- +

28 ივნისი. 2023. 23:35

 

აღქმები ყოველთვის ყალიბდება მათ შორის პიარის წყალობით და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ოპოზიციას არჩეული აქვს ეს გეზი და მათი მუშაობის ძირითადი ხაზი გადის იმაზე, რომ დააზიანონ ეს ხელისუფლება იმ გზით, რომ ქვეყანას შეუქმნან წინაღობები, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იძახიან, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ქვეყანას და გიგი უგულავას ბოლო განცხადებაზეც საუბრობს.

ახლახან გაყიდა საერთოდ მთელი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ბატონმა უგულავამ, რომელმაც თქვა, დავიღუპებით, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს კანდიდატის სტატუსი მოპოვებასო. ამაზე მეტი პრობლემის გაშიშვლება რაღაც გვინდა?ამაზე მუშაობენ. ამიტომ, შეიძლება გარკვეული დროით, იყოს ისეთი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც შეექმნებათ ასეთი აღქმები. მაგრამ, ბუნებრივია, ეს არის ხალხი, რომლებსაც შეუძლია ეს აღქმა გააბათილონ, როდესაც ფაქტების წინაშე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner