logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: „რუსთავი2“-თან დაკავშირებულ ახალ დეტალებზე განმარტება იურისტებმა უნდა გააკეთონ
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:36



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება დავის სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ.


 

გუშინ მედიიდან გავიგე, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები ამ სასამართლო დავაში. მე ვფიქრობ, რომ ჩემს კომპეტენციას სცილდება იმაზე მსჯელობა - ეს მიიღოს თუ არ მიიღოს სასამართლომ წარმოებაში. თუმცა, მე ვფიქრობ, ერთი მხრივ, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, მეორე მხრივ, ეს ცალსახად უნდა იყოს კერძო პირებს შორის დავა და არა სახელმწიფო ჩარევა. ვფიქრობ, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება ამ დავის სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ ერთი რამ - გუშინ ცნობილი გახდა, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები, ეს ახალი დეტალები რამდენად არის ახალი გარემოება, ეს იურისტებმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ახალი დეტალია თუ ახალი გარემოება, განმარტება იურისტებმა უნდა გააკეთონ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



საქართველოს უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2"-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სავარაუდოდ დღეს განიხილავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner