logo_geo
eng_logo
დევიდ ო’სალივანი: დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ
- +

29 ივნისი. 2023. 00:19

"გაკეთდა განცხადებები, რომელმაც აღარ დატოვა სივრცე არავითარი ინტერპრეტაციისთვის და პირდაპირ, მკაფიოდ ითქვა ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველო მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს სრულფასოვნად ასრულებს," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში სანქციების ჯგუფის ვიზიტს.

„საქართველო აღიარეს როგორც სანდო პარტნიორი და ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. კარგია, რომ საქართველოში დღეს სანდო პარტნიორს ხედავენ. მთავარი არის ის, რომ სისტემა მუშაობს, რომლითაც ყველაფერი შეიძლება იყოს გამჭვირვალე და შესაბამისად, არავითარ რისკს ვერ ხედავენ. გახსოვთ არაერთი ისტერიკა ატეხილი, რომელიც უკავშირდებოდა სადღაც რაღაც გემის შემოსვლას, რომელიღაც თვითმფრინავს გაფრენას და ა.შ. და ყველაფერი ეს აღმოჩნდა ტყუილი. არცერთ ოპოზიციურ არხს თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს იოტისოდენა განცდა, რომ საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. როდესაც ყალბი ფაქტების ტირაჟირებას ეწევი, მცირე, იოტისოდენა სინდისი უნდა გაწუხებდეს. დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თითოეული ფაქტი, რომელზე საუბრობდნენ იყო ტყუილი“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება არ აწესებს რუსეთთან ეკონომიკურ სანქციებს, რადგან ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, რუსეთის ეკონომიკაზე კი გავლენას ფაქტობრივად არ მოახდენს.

„საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრის დივერსიფიცირება, ექსპორტის გაძლიერება ევროკავშირის სახელმწიფოებში, ამას ვცდილობთ, თუმცა, ეს არც ისე მარტივია. რაციონალური მიდგომა სჭირდება ყველას, მათ შორის ევროკავშირს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირს უზარმაზარი ვაჭრობა აქვს დღემდე რუსეთთან და რატომ უნდა იყოს საქართველო, რომელსაც ექნება ნულოვანი ვაჭრობა? ევროკავშირმა სულ რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან, არ დაიქცევა, საქართველოს ეკონომიკისთვის კი შეიძლება ამან გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. სულ რამდენიმე დღის ნავაჭრს უტოლდება ევროკავშირს და რუსეთ შორის საქართველოს წლიური ვაჭრობის მასშტაბი. რუსეთს რაც შეიძლება მიაყენოს საქართველოსგან მიყენებულმა სანქციამ ეკონომიკური ეფექტი, შეიძლება იყოს 1%-მდე, ერთ პროცენტსაც კი ვერ იქონიებს გავლენას. საქართველოსთვის კი შეიძლება აღმოჩნდეს ორნიშნა რიცხვებში გამოსახული ეფექტი, რომელიც ქართული ეკონომიკისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner