logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დიახ, რა თქმა უნდა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამას იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან
- +

29 ივნისი. 2023. 00:20

"დიახ, რა თქმა უნდა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამას იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან. ყველა პარამეტრით შეგვიძლია ეს დანამდვილებით ვთქვათ,"- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღეს არავითარი ფუფუნება არ აქვს, რომ ან ომი გამოაცხადოს, ან სანქციები დააწესოს რუსეთის ფედერაციასთან.

ისე როგორც უკრაინას და მოლდოვას, ვინც მიიღო კანდიდატის სტატუსი ჰქონდათ რეალურად შესასრულებელი სხვა ვალდებულებები, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც შესაძლებელია. ეს შეიძლება მიმდინარე პროცესი იყოს და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა და დღეს მითუმეტეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არ შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ შარშან გავლენა რომ იქონია ამ გადაწყვეტილებაზე ისეთმა ფაქტორებმა, რაც უშუალოდ 12 პუნქტის შესრულებას არ უკავშირდება, ამიტომ ვაცნობიერებთ რისკს.

ვახერხებთ, რომ ბევრ ჩვენს პარტნიორს მათ შორის ევროპულ დედაქალაქებში მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც რეალურად ფაქტებზე დაფუძნებით იძლევა დასკვნის მარტივად გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს დღეს არავითარი ფუფუნება არ აქვს, რომ ან ომი გამოაცხადოს, ან სანქციები დააწესოს რუსეთის ფედერაციასთან, რომლის შედეგადაც მოსალოდნელია რეაქცია რუსეთიდან, რის შედეგადაც შეიძლება გაპარტახდეს საქართველოს ეკონომიკა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner