logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: თუ მედიასივრცე ესოდენ დაშინებული, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებულია, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ 100-ზე მეტი მაუწყებელია დღეს ტელესივრცეში?
- +

29 ივნისი. 2023. 00:22

მიხეილ სარჯველაძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეფასებით, ქვეყანას 10 მიმართულებით აქვს პროგრესი, მათ შორის 3 რეკომენდაცია შესრულებულია, არასამთავრობოები კი მხოლოდ 1 შესრულებულ რეკომენდაციაზე წერენ..

დეპუტატი აქცენტს მედიაპლურალიზმზეც აკეთებს.

„ყოფილა შემთხვევა, ჰქონდათ მცდელობა, რომ სრულიად ყოფით ნიადაგზე ჩამოყალიბებული კონფლიქტი მედიადევნად გასაღებულიყო. ეს აბსურდია, ეს არასწორია. თუ მედიასივრცე ესოდენ დაშინებული, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებულია, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ 100-ზე მეტი მაუწყებელია დღეს ტელესივრცეში? ეს ახსნას ვინმემ. მასშტაბების შესაბამისად, პროპორციები ავიღოთ და ვთქვათ, არის თუ არა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში უფრო მეტი მედიასაშუალება? აღმოჩნდება, რომ არა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner