logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ნაცვლად იმისა, რომ გიგა კობალაძეს აუდიტორული დასკვნები გაეპროტესტებინა, გადაწყვიტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონპროექტი რუსულად „დაებრენდა“
- +

29 ივნისი. 2023. 01:23

"ქალბატონი თამარ ჩარკვიანის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის და სხვათა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ისინი ობიექტურად მიუდგნენ და ამბობდნენ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსული ამ კანონპროექტში არაფერი არ არის," - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე და მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან ძნელია ისმინო, რომ ხარ პრორუსი ადამიანებისგან, რომლებსაც საუბრის მანერაც და საკითხისადმი მიდგომაც აქვთ შარიკოვების. თუ გაიხსენებთ იმ ლეგენდარულ ფილმს, ამ როლში მოქმედი ადამიანებისგან მოსმენა, რომ პრორუსი ხარ, ძალიან ძნელია. მე მახარებს, რომ ამ კანონპროექტმა გაგვაერთიანა. ქალბატონი თამარ ჩარკვიანის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის და სხვათა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ისინი ობიექტურად მიუდგნენ და ამბობდნენ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსული ამ კანონპროექტში არაფერი არ არის. იყო მწვავე, მაგრამ, საქმიანი განხილვა.

მე წინა დღეს ვიხილე ეთერი, სადაც 1 საათის განმავლობაში ბრენდავდა ადამიანი [გიგა კობალაძე] კანონს პრორუსულად იმის გამო, რომ ორი წლის წინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, საქპატენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სადაც გაიმარჯვა კონკრეტულმა აუდიტორულმა კომპანიამ და გამოვლინდა შემდეგი: 2021 წელს, ასოციაციამ შეაგროვა სამი მილიონ რვაას ოცი ათასი ლარი. წესდების მიხედვით, ბუნებაში არ არსებობს, რომ მენეჯმენტს მიეცეს საშუალება, რომ ადმინისტრაციულ ხარჯში 20%-ზე მეტი გახარჯოს, მან გახარჯა 47% - მილიონ შვიდას ოთხმოცდათერთმეტი ათასი. მაშინ როდესაც პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე გია მაჭარაშვილს უთხრა - ფულის მეტს რას გაძლევო და ეს აღმოჩნდა 9 თვის განმავლობაში 600 ლარი, მას ასე დააყვედრა. დათო ევგენიძე, რომელმაც გაბედა და განაცხადა, რომ მას აქვს შეგრძნება რომ მისი ჰონორარი არის პატარა, ის უბრალოდ გარიცხეს. უტიფრობის აპოთეოზი იყო, როდესაც მან თქვა, რომ მე მაშინ გავუნაწილებ ავტორშემსრულებლებს თავიანთ წილ ჰონორარებს, როდესაც ისინი შემობრუნდებიანო. სარგებლის სახით ამ ადამიანმა 233 000 ლარი მიიღო. ეს ყველაფერი ეყრდნობა აუდიტორულ დასკვნებს და ნაცვლად იმისა, რომ მას ეს დასკვნები გაეპროტესტებინა, გადაწყვიტა, რომ ეს კანონი რუსულად „დაებრენდა“, - განაცხადა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner