logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ალასანია ცრუობს და სამწუხაროდ, ხშირად მისი და ბოკერიას რიტორიკა თანხვედრაში მოდის
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:37



ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში, მისი დაინტერესება არ არსებობს. ივანიშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას განცხადებები, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან, სიცრუეა. მისივე თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა" აჩვენეს საკუთარი სახე და არცთუ ისე კარგად". ამის შესახებ ივანიშვილმა გურიაში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„გახსოვთ, როგორ გადადგნენ ისინი. მათი ლიდერი ამბობს, რომ რაც თავდაცვაში მოხდა, პირადი პატიმრების ამბავია. აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადებები, რომ მოსამართლეზე, ექსპერტზე ზეწოლა ხდება. ალასანია გამოდის და აცხადებს, რომ ექსპერტი მოიტაცეს, თუმცა, შემდეგ ეს ექსპერტი აცხადებს რომ არავის მოუტაცია. აქ ჩემი ინტერესი გამორიცხულია. ალასანია ცრუობს და სამწუხაროდ, ხშირად მისი რიტორიკა ბოკერიას რიტორიკასთან თანხვედრაში მოდის", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner