logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: 2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნეს ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო
- +

29 ივნისი. 2023. 11:37

 

 

„2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნეს ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო, რასაც ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას გარემოცვის აქტიურობამაც. მარტის მოვლენების ეფექტმა ჩაუნერგა ვაშინგტონს რწმენა, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ფრონტის ამ ხაზზეც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ამერიკის მიზანია მისი „სამიზნე“ ქვეყნების მართლმსაჯულების ხელში ჩაგდება, ხოლო მარტის მოვლენებმა ამერიკელებს აფიქრებინა, რომ ამ მხრივ შემოტევა სწორედ დროული იყო, რისი შედეგიც ვნახეთ.

 

„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, გარდა ორი ყველაზე „მსუყე“ ნაწილისა („მეორე ფრონტი“ და „მაიდანი“), არანაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსამართლეთათვის სანქციების დაწესებას, რაზეც მოგვიწევს დეტალურად მსჯელობა, იმდენად საინტერესო და ნიშანდობლივი თემაა.

 

როდესაც 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ კორუფციული ბრალდებების „ნამდვილობისა და მათი სიმძიმის“ გათვალისწინებით, სანქციებს უწესებს საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს (მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე), თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის მეტი ნაწილისთვის, ასევე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანისთვის, საელჩოსა და USAID-ის მისიის ადგილობრივი „სტაფისთვის“:

 

  • ის „ფაქტები“, რომლებზეც აპელირებს ამერიკული მხარე, მათ საინფორმაციო წვდომაში იყო წარსულშიც. თუმცა ამ თემის რეანიმირება მოხდა ახლა, სწორედ რომ მარტის აქციების „ცხელ კვალზე“;

 

  • როგორც ჩანს, სანქციების დაწესებაში დიდი როლი („შავი“ ტექნიკური სამუშაო) ითამაშა ნიკა გვარამიას უახლოესმა გარემოცვამ (მეუღლე, ადვოკატი), რომლის წევრებმაც მიღებულ გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი ტურნე გამართეს ვაშინგტონში, ამსტერდამსა და ვილნიუსში. არაა გამორიცხული, რომ გვარამიას შეწყალების დაჩქარებაში სწორედ ამ გარემოებამაც ითამაშა თავისი როლი (დაუფასეს);

 

  • დაწესებული სანქციების უშუალო ავტორებად, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ჩავთვალოთ მაიკლ მაკფოლი და ფრენსის ფუკუიამა. ხოლო ძირითად ხელშემწყობად (ქართული მხარე) – არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე;

 

მართლმსაჯულების მიმართულება აშშ-ისთვის პრიორიტეტულია არა მარტო საქართველოში, არამედ მათ ნებისმიერ „სამიზნე“ ქვეყანაში და ისევე, როგორც სხვაგან, საქართველოს ხსენებულ მიმართულებაზე იხარჯება არც თუ ისე მცირე ფინანსური რესურსი, რომელთა ერთადერთი დანიშნულება სასამართლო ხელისუფლებაზე აშშ-ის ზეგავლენის ინსტრუმენტების შექმნაა. აშშ-ის საელჩოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება ე.წ. „კლანისა“, რომელთა წევრებადაც მიჩნეული იქნა 5 აპრილს სანქცირებულ პირთა ჯგუფი. ისინი უნდა ჩაანაცვლონ, მათდამი კეთილგანწყობილი პირებით.

 

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2020-2021 წლებში ამერიკული მხარე, ხსენებული ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების სახით გეგმავდა თავისი დაფინანსების შეჩერება/შემცირებას და აღნიშნულით გამოწვეული შედეგის, საჯაროდ, უშუალოდ სასამართლო კლანზე „გადაბრალებას“ მასთან შიდა ინსტიტუციური კონფრონტაციის გამოწვევის მიზნით. თუმცა ხსენებულ გადაწყვეტილებაზე მაშინ ითქვა უარი, რადგან აღნიშნული სვლა შეაფერხებდა სასამართლო სისტემასთან ურთიერთთანამშრომლობას.

 

2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნეს ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო, რასაც ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას გარემოცვის აქტიურობამაც. მარტის მოვლენების ეფექტმა ჩაუნერგა ვაშინგტონს რწმენა, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ფრონტის ამ ხაზზეც. კონკრეტულად რა ღონისძიებები ჩატარდა და ვისი მონაწილეობით, ამაზე მოგვიანებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner