logo_geo
eng_logo
კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
- +

29 ივნისი. 2023. 11:43

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა კასპში, მორიგი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს,  მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო და სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. განყოფილებაში, ასევე გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო ავტომანქანისათვის.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის  სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წელს სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა, ასევე დაგეგმილია დაბა აბასთუმანშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner