logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჯანდაცვაში დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:39



ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფინანსები მივმართეთ და არა იმიტომ, რომ ვინმემ სასწაული ჩაიდინა".


 

ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფინანსები მივმართეთ. არ იფიქროთ, რომ ვინმემ რამე სასწაული ჩაიდინა. სერგეენკო ძალიან წარმატებული მინისტრია, მაგრამ მის წარმატებაში მთელი მთავრობის წვლილია. შეგიძლიათ აღარ ჩამოთვალოთ, უამრავი პრობლემაა ჯანდაცვაში. დედაჩემი ახლაც საავადმყოფოშია და შემიძლია, დაგასწროთ და მოგიყვეთ, რამდენი პრობლემაა, თუმცა საჩხერის საავადმყოფო არის ევროპული სტანდარტის. პრობლემები გვაქვს პირველ რიგში ექიმების კვალიფიკაციაში, რაც დიდხანს ვერ აღმოიფხვრება. არ ჩამოვთვლი, რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, თუნდაც დედაჩემის მაგალითზე, რომელმაც ფეხი მოიტეხა, მაგრამ 4 წელიწადში ვერც ჯანდაცვა და ვერ ეკონომიკა... მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს. ეს თანხებიც არაა საკმარისი, მაგრამ სწორად ნაწილდება ის დუხჭირი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ხალხი აღარ იხოცება ისე, როგორც იხოცებოდა (ბოდიშს ვიხდი, უხეშად გამომივიდა) და სახლ-კარს აღარ აგირავებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner