„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რუსულ რუბლებზე გაზრდილი გოგოები (აი, ვინ არიან რეალურად დასასანქცირებელნი).
— ლЯკა ხოშტერიას მამამ სამშობლო გაყიდა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვის ჯილდო მიიღო, ღალატის სანაცვლოდ КГБ-გან უამრავი ფული ერიცხება და დღეს მისი ოჯახი მოსკოვიდან იღებს დაფინანსებას რუბლებით!
— ანა ნაცვლიშვილის მამა თენგიზა კიტოვანმა მიიყვანა ქუთაისის ავტოქარხანაში დირექტორად და შემდეგ უდიდესი ქარხანა ჯართად გაყიდა, მილიონები მოიპარა- ჩაიჯიბა და ამ ნაძარცვი ფულით მოსკოვში გაიქცა, სპეცსამსახურებმა რუსეთში ბიზნესი აუწყვეს და ახლა რუსეთიდან უგზავნის რუბლებით დაფინანსებას თავის შვილს!
— აი, ეს რუსულ რუბლებზე გაზულუქებული მანქურთები დადგებიან და უტიფრად სხვას უწოდებენ პრორუსს!
— თქვე უპატრონოებო და უსამშობლოებო - ფულს თქვენ იღებთ მოსკოვიდან და თუ ვინმე თბილისი-მოსკოვის ავიარეისით ისარგებლებს ისაა აგენტი?!
— უტიფრობის, უნამუსობის, არაადამიანობის, აგენტობის სიმბოლო და სამშობლოს გამყიდველები, მამით და მშობლებით დინასტიით მოღალატეები, ქართული საზოგადოების ჭუჭყი და სიმსივნე - ესაა მათი მოკლე დახასიათება“, - წერს სანდრო ბრეგაძე.