logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჯანდაცვაში უამრავი პრობლემაა
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:41


 

„კერძო საავადმყოფოებს არ ექნებათ მონოპოლია. სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ კერძო კლინიკებმა ვერ მოახერხონ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას შანტაჟი",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს ჯანდაცვის სისტემას პრობლემები აქვს, მაგრამ ოთხ წელში რთულია ყველაფრის განვითარება. 




„ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით. ყველაზე დიდი ფინანსები მივმართეთ მისი მიმართულებით.  სერგეენკო არის წარმატებული მინისტრი, მაგრამ მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მთავრობას. ჩემი პრემიერობის დროს ძირითადი თანხები, რაც ჰქონდათ ვერტმფრენების, აგარაკების შეძენაზე და საკუთარი გუნდის ფუფუნებაზე, ჯანდაცვის მიმართულებით მივმართეთ. ჯანდაცვაში უამრავი პრობლემაა, თუმცა საჩხერის საავადმყოფო ევროპული სტანდარტების არის. ექიმების კვალიფიკაციაში პრობლემები გვაქვს, რომელიც დიდხანს გაგვყვება, ასე სწრაფად ვერ აღმოვფხვრით. ერთი საზოგადოება ვართ და მისი შემადგენელი საჭიროებს განვითარებას, წინსვლას. ოთხ წელიწადში ვერც ჯანდაცვა, ვერც ეკონომიკა ვერ განვითარდება. მთავარია ჩვენ გვქონდეს პროგრესი, ტენდენცია, სწორი მიმართულებით იმართებოდეს ქვეყანა, ვაკონტროლოთ ხელისუფლება სწორად, რომ ხალხს მოემსახურონ, ბიუჯეტი სწორად დახარჯონ და სწორი მიმართულება მისცენ. ჯერ თანხები რაც გამოიყო ჯანდაცვის რეფორმისთვის, არ არის საკმარისი, მაგრამ სწორად ნაწილდება ის დუხჭირი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გაგვჩნია. 90% ჯანდაცვაზე მივმართეთ, მივიღეთ შედეგი, ხალხი აღარ იხოცება ისე, როგორც იხოცებოდა, სახლ-კარს აღარ ყიდის ძვირი ოპერაციებიც ფინანსდება და ა.შ.

კერძო კლინიკები უნდა არსებობდეს. ჩვენს ქვეყანაში ვნახეთ იდეალური მოდელი, რომ სახელმწიფო მონოპოლიას არ კარგავს ჯანდაცვაზე. თანხებსაც გამოყოფს და დაზღვეულია ყველა მოქალაქე. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკების რაოდენობა უნდა იყოს რაღაც პროცენტი, რასაც მთელი გუნდი ვაცნობიერებდით. დაცული იქნება ის, რომ კერძოებს არ ექნებათ მონოპოლია, სახელმწიფოს ექნება საშუალება იმის, რომ კერძო კლინიკებმა ვერ მოახერხონ, შანტაჟი გაუკეთონ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას. ამ მხრივ საკმარისი რაოდენობის საავადმყოფოებს და საწოლებს შეინარჩუნებს  სახელმწიფო ჯანდაცვა",- განცხადა ივანიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner