„ლიდერ ქალთა საზოგადოება გამოდის ინიციატივით, გაერთიანდეს 365 რესტორანი, გასართობი ცენტრი და სოცდაუცველთა კვების პრობლემა აღარ იარსებებს!!!
ხვალიდან ვიწყებთ მსურველების აღრიცხვას, რომლებსაც პირდაპირ ბენეფიციარებთან დავაკონტაქტებთ!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი, რა ემოციით დავიწყო დღევანდელ დღეზე საუბარი.
პირველ რიგში ნათელი დავით ზოდელავას სულს, რომლის იდეაც იყო მრავალჯერადი საქველმოქმედო აქციები თბილისის ზღვის კლუბში.
ალბათ ბავშვებს რომ იახტით ვასეირნებდით, მისი სული ზეობდა...
იყო ცრემლი და იყო სიცილი,
იყო მხიარულება და იყო სინანული, რომ ეს ყოველივე უნდა დამთავრდეს...
ამიტომ!!!!!
ლიდერ ქალთა საზოგადოება გამოდის ინიციატივით, გაერთიანდეს 365 რესტორანი, გასართობი ცენტრი და სოცდაუცველთა კვების პრობლემა აღარ იარსებებს!!!
ხვალიდან ვიწყებთ მსურველების აღრიცხვას, რომლებსაც პირდაპირ ბენეფიციარებთან დავაკონტაქტებთ!
სიტყვები უძლურია...
დატკბით ფოტოებით, ხოლო ნორჩ პიანისტ ანდრიას, ხვალ „პოსტვ“ის ეთერიდან გაგაცნობთ!
ეს სულ მცირედი, რაც შეგვეძლო.
ნეტა შემეძლოს იმ სიტყვების გადმოცემა, რაც დედა თინათინმა მითხრა პატარა ონკოპაციენტებზე...
ყველამ თქვენს გულში ჩაიხედეთ...
P.S. ორასი ბავშვი მთელი ღამე სანთელს ანთებდა და ღმერთს ეხვეწებოდა, არ გაწვიმდესო...“ - წერს ლალი მოროშკინა.