logo_geo
eng_logo
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
- +

29 ივნისი. 2023. 22:44

 

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან,ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიშეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს,ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან,რატი ბრეგაძესთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner