logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: ზოგჯერ შეიძლება, ასე არ ჩანდეს, თუმცა ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას, უკვე 30 წელზე მეტია
- +

29 ივნისი. 2023. 22:46

 

ეს არის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ზეიმი. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენ ვიცით, ზოგჯერ შეიძლება, ასე არ ჩანდეს, თუმცა ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას, უკვე 30 წელზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

მაშინაც ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა. ის ჩვენს გვერდით იდგა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გრძელვადიან მსვლელობაში, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება, რადგან ეს არის პროცესი. ჩვენ ამ მხრივ ამერიკისგან ურყევ მხარდაჭერას ვიღებთ. ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სოციალისტური ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაზე გადასვლა არის ის, სადაც ჩვენ მივიღეთ ამერიკის წარმოუდგენელი მხარდაჭერა და ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით და რასაც არ ვივიწყებთ. ადამიანის უფლებების ხელახლა აღმოჩენაში მხარდაჭერა, არის ის ღირებულება, რასაც, საქართველო იზიარებდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, თუმცა 70 წლის განმავლობაში დახურული იყო ეს თემა და აუცილებელი იყო ჩვენი თავდაჯერების ხელახლა აშენება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულები. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ მხარს უჭერდით ქართული არმიის ჩამოყალიბებას, ქართული არმიის მოდერნიზებას და მე, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ქართულ არმიას დღეს შეუძლია, იამაყოს, რომ აქვს ნატო-ს სტანდარტები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, ერთობლივი მონაწილეობა მიგვეღო მნიშვნელოვან მისიებში, იქნებოდა ეს ერაყში თუ ავღანეთში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner