logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია - წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნა უკრაინისთვის
- +

29 ივნისი. 2023. 23:51

"ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნა უკრაინისთვის. ვფიქრობ დეკემბრის სამიტი ის დროა, როდესაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ. მე მკაფიოდ ვამბობ, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი გზა. როგორც კი რეფორმები გატარდება - ეს ეხება მართლმსაჯულებას, მედიის თავისუფლებას, უმცირესობას, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ ეკვივალენტური გადაწყვეტილება," - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

„მე პრეზიდენტებთან და პრემიერებთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, თუ ველოდებით გაფართოების პაკეტის მონაწილე ქვეყნების ან იმ სახელმწიფოების მიერ რეფორმების გატარებას, ვინც წევრობის სურვილი გამოთქვა და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზეა, მაშინ ასევე მზად უნდა ვიყოთ ჩვენი რეფორმირებაც მოვახდინოთ. მე ამ თემაზე საუბრით დავასრულე გამოსვლა დარბაზში და მოვუწოდე პრემიერებს, პრეზიდენტებს, რაც შეიძლება სწრაფი საპასუხო რეაგირება ჰქონდეთ ევროპარლამენტის შემადგენლობაზე. რადგან თუ ევროპარლამენტში ადგილები უნდა გაიზარდოს, ეს ნიშნავს ნაციონალური საარჩევნო კანონმდებლობის დონეზე ცვლილებსაც. ამას სჭირდება დრო და გეგმა ქვეყნების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც“, - განაცხადა მეცოლამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner