logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გამარტივებული წესით გაწევრიანებას
- +

30 ივნისი. 2023. 00:52

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გამოტოვება ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

ვფიქრობ, ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიფიქროთ [უკრაინისათვის] წევრობის სამოქმედო გეგმის გამოტოვებაზე“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

თუმცა, ბრიტანელმა მინისტრმა აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სწრაფად არ მოგვარდება.

ის ასევე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ვილნიუსში ნატოს სამიტამდე გადაწყდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner