ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა უკვე შეათანხმეს იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროების განცხადებით, ოფიციალური განცხადება მომავალ კვირას ვილნიუსში ნატოს სამიტამდე გაკეთდება.
იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.
ნატოს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს.