logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე: ზელენსკი არ დაესწრება ნატოს სამიტს, თუ ალიანსის ლიდერები არ გამოიჩენენ გამბედაობას
- +

30 ივნისი. 2023. 01:19

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინას ვილნიუსის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევის მიღება სურს.

იგორ ჟოვკვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება სამიტს, თუ ალიანსის ლიდერები არ გამოიჩენენ გამბედაობას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს სამიტზე უკრაინას სურს პასუხი მიიღოს წევრობის შესახებ განცხადებაზე, რომელიც უკრაინამ გასული წლის 30 სექტემბერს შეიტანა.

ეს განცხადება ახლა ნატოს ლიდერების მაგიდაზეა. ვილნიუსის სამიტი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად. პასუხის გაცემაში ვგულისხმობთ წევრობის შესახებ მიწვევას, რომელიც მხოლოდ პირველი ეტაპია“, - აღნიშნა მან.

თუ ვილნიუსის სამიტზე შედეგი არ იქნება, მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] არ აქვს მიზეზი და დრო [სამიტზე] წასასვლელად. პრეზიდენტი არ გაემგზავრება სამიტზე, თუ ლიდერები მიდრეკილნი იქნებიან ან გამოიჩენენ გამბედაობის დეფიციტს მაშინ, როდესაც უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner