აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
„უკრაინაში ვიზიტი ცხადყოფს ჩემს მტკიცე განწყობას, ჩემი წვლილი შევიტანო და გავაგრძელო მოწოდება, რომ ამერიკამ ძლიერი მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და მოკავშირეებს“, - განუცხადა პენსმა NBC News-ს.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.