უკრაინა რუსეთს ბელარუსის ტერიტორიიდან მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების დარღვევის საშუალებას არ მისცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კერძოდ, საუბარი იყო პოლონეთსა და ლიეტუვაზე, რომელთა პრეზიდენტები კიევს 28 ივნისს ესტუმრნენ.
„უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. ევროპის შანტაჟის ნებისმიერი მცდელობა, ევროპის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთების მცდელობა უნდა დაიგმოს და თანაბრად იყოს აღქმული მთელი ევროპის მიერ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.