logo_geo
eng_logo
CNN: რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი „ვაგნერის“ საიდუმლო VIP წევრი იყო
- +

30 ივნისი. 2023. 10:43

 

 

„სიენენის“ ცნობით, რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი „ვაგნერის“ საიდუმლო VIP წევრი იყო, – ამის შესახებ „სიენენი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

 

რუსეთის საგამოძიებო Dossier Center-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუროვიკინს „ვაგნერთან“ პირადი სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა. სუროვიკინი ჩამოთვლილია, სულ მცირე, 30 სხვა რუს სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსანთან ერთად, რომლებიც Dossier Center-ის ცნობით, ასევე არიან „ვაგნერის“ VIP წევრები.

 

„სიენენის“ ცნობით, სუროვიკინს ჰქონდა კავშირი დაქირავებულ ჯგუფთან, მაგრამ დოკუმენტები აჩენს კითხვებს რუსი სამხედროების უფროსი წევრებისა და ვაგნერის ურთიერთობის შესახებ.

 

როგორც „სიენენი“ წერს, სუროვიკინი საზოგადოებაში გასული შაბათის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ევგენი პრიგოჟინს სთხოვდა, შეეწყვიტა აჯანყება. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

 

რუსულმა მედიამ კი გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner