logo_geo
eng_logo
ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში 22 მიწისქვეშა ჭა აღმოაჩინეს
- +

10 მარტი. 2016. 20:46



თბილისის საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო. ორფენიანი ასფალტი 2 492 მ2 ტერიტორიაზე დაიგება. ასფალტის ძველი საფარის მოხსნის შედეგად, ობიექტზე 22 მიწისქვეშა ჭა აღმოაჩინეს, რომელზეც ასფალტის საფარი იყო გადაგებული.


მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.  მისი თქმით, შემსრულებელმა კომპანიამ უკვე მოაწესრიგა კომუნიკაციები, ჭები საგზაო ნიშნულამდე ასწიეს, მოეწყო ბორდიურები.


სამუშაოებს კომპანია „ჯეოსერვისი", ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" სპეციალისტის მეთვალყურეობით  ახორციელებს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner