logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რესპუბლიკურ პარტიას, გამოკითხვებით, 1%-იც არ უჭერს მხარს
- +

5 სექტემბერი. 2016. 14:13



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რესპუბლიკურ პარტიას, გამოკითხვებით, 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.



ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება რესპუბლიკური პარტიის რეიტინგს და რატომ - რესპუბლიკურ პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენი სახელმწიფო, რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ, ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას. რესპუბლიკურ პარტიას გარკვეული დადებითი თვისებებიც აქვს. რესპუბლიკური პარტია ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც ჩემ დახმარებას არ საჭიროებს. რესპუბლიკური პარტიის პლუსი არის, რომ ძველი პარტიაა. თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner