logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ
- +

30 ივნისი. 2023. 13:05

 

 

„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია  350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.

 

„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე - 3000 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს.

 

ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი

 

დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner