ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელი მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, იმ სტანდარტებს მიჰყვება, რომელიც მან დატოვა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს.
„ქართული ოცნება" კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს, რაც მე დავტოვე. ისინი ხალხსა და ქვეყნაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასეთი კაცია. დღეს „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას" ელოდება. ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებინა?"- განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.