logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: არაერთი ვიზიტი მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენი ევროპელი კოლეგები ეწვივნენ თბილისს, მათგან მივიღეთ საჯარო მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე
- +

30 ივნისი. 2023. 14:46

 

 

„ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  მას არაერთი ვიზიტი ჰქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში  ევროპელ კოლეგებთან და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში. 

 

„სხვა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები. ზოგადად, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები რეგიონში, ვაძლიერებთ და ვამყარებთ პროექტების განხორციელებით  და ზოგადად,  ჩვენი თანამშრომლობა დღითი დღე ძლიერდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, რეგიონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარია ჩვენს ევროპელ სახელმწიფოებთან, ევროპულ ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები გადაიდგა. მე არაერთი ვიზიტი მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

 

 

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები ეწვივნენ თბილისს, მათგან მივიღეთ ღია, საჯარო მხარდაჭერა ევროპეიზაციის, ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატორი ვიყავით ჩვენ ორი წლის წინ, როდესაც პირველი კონკრეტული შედეგი დავდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მაშინ პირადად მე ვიყავი ჩართული და ეს მედიაცია და ეს ფასილიტაცია, ასე დავარქვათ, დასრულდა კონკრეტული შედეგით. ეს იყო ერთ-ერთი სამაგალითო მედიაცია რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ, მინდა საჯაროდ, ამ ტრიბუნიდან დავადასტურო, ჩვენ სრული მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ კიდევ ჩავერთოთ ჩვენთვის ორ მეგობარ ქვეყანას შორის მედიაციის პროცესში. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner