„საქართველოს საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფი ესტუმრა, რომლის შემადგენლობა წარმომადგენლობითი და შთამბეჭდავი იყო (მათ შორის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი და ა.შ.). სტუმრები ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და აღსრულების მექანიზმი იყო,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, რაც პატივისცემას იმსახურებს:
„შეხვედრების შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადებით და სტუმრების შეფასებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, საქართველოს შემუშავებული აქვს სანქციების აღსრულების ეფექტური მექანიზმის, რაც პარტნიორების აღფრთოვანებას და მოწონებას იმსახურებს. საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, რაც პატივისცემას იმსახურებს. ოპოზიციური მედიის განაცხადით, ჯგუფის ვიზიტი საგანგაშოა და მათ საქართველოს მთავრობა გააფრთხილეს. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია, ჯგუფი სამუშაო ვიზიტით საქართველოს გარდა რამდენიმე ქვეყანას ეწვია, შემდეგი ვიზიტი სომხეთში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დაგეგმილი.
საქართველოში განხორციელებული ვიზიტი, რიგითი საქმიანი ვიზიტი იყო, რომლის მიზანს არა ვინმეს დასჯა ან გაფრთხილება, არამედ კოორდინაციის გაუმჯობესება და ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ამხილეს, საქართველოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და გვითხრეს, რომ საქართველო რუსეთთან, მხოლოდ ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებს, რაც მისაღებია. საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. ფაქტები მუდამ აღქმებზე მაღლა დგას, ოპოზიცია აღქმებით ხელმძღვანელობს, პარტნიორები კი ფაქტებით,“ - წერს დავით ჩიხელიძე.