logo_geo
eng_logo
ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა
- +

5 სექტემბერი. 2016. 14:20



ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.


ბელგია უსაფრთხო წარმოშობის  სტატუსს  ქვეყანას იქ  არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.


უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას  მხოლოდ საქართველო დაემატა.


ბელგიის სამეფო  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას.


შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. http://www.cgra.be/en/news/publication-list-safe-countries-belgian-official-journal




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner