logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს
- +

30 ივნისი. 2023. 19:52

 

"მიუღებელი არის მაგალითად, ის ფაქტი თუ როგორი კამპანია დაიწყეს „მაკდონალდსში“. ასევე მიუღებელი არის, ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე. ვფიქრობ საგანგაშო იყო ეს ფაქტიც, ამაზე რეაქცია საზოგადოების იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი, ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება. ვინაიდან ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90%, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 90% მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს.

ამიტომ ამ თემებს ვერ შეეხებით, ვერც თამარ კორძაია და ვერც ასი თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და მადლობა ღმერთს ვერ იქნება ვერასოდეს, მათნაირად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი არ აირჩევს ასე მოაზროვნე ადამიანებს, ხატია დეკანოიძეც ალბათ მანდ არის. მე გესაუბრებით ფაქტებით, თქვენ მარტო შეურაცხყოფები იცით და ფსკერზე ხართ უკვე.

ბატონო ვახტანგ, თქვენ ასევე მკითხეთ, რომ ხომ არ ვთვლი საჭიროდ რომ ეს კანონი გაუქმდეს. მე შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, კრიტერიუმი იყო, ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომ ქვეყანას მიეღო უვიზო რეჟიმი. მე არ ვთვლი საჭიროდ ამ კანონის გაუქმებას, პირიქით, ჩვენ ამით ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება, ტოლერანტული საზოგადოება ყოველთვის, ასე ვიყავით ოდითგანვე, ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მიუღებელია ასევე ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი რელიგიისთვის, რწმენისთვის. ასე რომ ამ საკითხებს სჭირდება გამიჯვნა. ჩვენ ნუ დავაკავშირებთ რაღაც კანონს ჩვენს ღირებულებებთან. მე ამას გეტყოდით და ეს რა თქმა უნდა განათლების სამინისტროზე წეღან რომ ვისაუბრე, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი განათლების სამინისტროსი და ჩვენი საზოგადოების იქნება თუ ჩვენი ხელისუფლების, რომ დავიცვათ ამ მავნებელი პროპაგანდისგან ბაღები და სკოლები. ეს არის, კითხეთ ნებისმიერ ევროპაში მცხოვრებს, გნებავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner