logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ვეხმარებით ტრადიციულ რელიგიებსაც. ამით გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას ჩვენი ტრადიციული რელიგიების მიმართ
- +

30 ივნისი. 2023. 21:48

 

ძალიან ბევრი მეჩეთი გადავეცით საკუთრებაში მუსლიმ თემს და ეს პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კიდეც მეტი დახმარება ექნებათ მათ, მათ შორის, დაფინანსების გაზრდაც არის დაგეგმილი.

შემდეგი კითხვა შეეხებოდა ბათუმის მეჩეთის საკითხს. იცით რომ ბათუმის მეჩეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, არსებულ მეჩეთს. საერთოდ რელიგიის სააგენტოს შექმნის დღიდან და მოგეხსენებათ რომ ჩემს დროს შეიქმნა ეს სააგენტო და ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენ ვეხმარებით ტრადიციულ რელიგიებსაც. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას ჩვენი ტრადიციული რელიგიების მიმართ. ჩვენ ოდითგანვე ვიყავით ტოლერანტული საზოგადოება, არ გვესწავლება სხვებისგან როგორ უნდა მოვიქცეთ, აქ დღეისათვის იცით რომ ვეხმარებით ძალიან ბევრი მეჩეთი გადავეცით საკუთრებაში მუსლიმ თემს და ეს პროცესი გაგრძელდება, კიდეც მეტი დახმარება ექნებათ დაფინანსების გაზრდაც გვაქვს დაგეგმილი, ასე რომ საერთოდ გეტყვით რომ ყველაფერს, ყველა პროექტის განხორციელებას აქვს თავისი წესები ბატონო ტარიელ, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და უნდა დაემორჩილოს წესებს და კანონებს და პროცედურებს, ნებართვის წესებს და ასე შემდეგ, უნებართვოდ, არ მინდა ამ შემთხვევაში რამეზე ვილაპარაკო მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს, არსებობს ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება, საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის გადასაწყვეტი საზოგადოების, მორწმუნე თემის, მუსლიმი თემის, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლება მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და დავეხმარებით მას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner