logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა
- +

5 სექტემბერი. 2016. 14:30



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა.



ხელისუფლება უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მათ რიცხვში რეგიონული და მათ რიცხვში გურიის. რა თქმა უნდა, საზოგადოების ფართო ჩარევით და მონაწილეობით უნდა მოხდეს ასეთი გეგმის შეჯერება და დამტკიცება. აბსოლუტურად გეთნხმებით. კარგი იქნება, მეტად იაქტიუროთ, თქვენ ხელგეწიფებათ, ხელისუფლებას მიაწვდინოთ ხმა, რა მოგწონთ და რა - არა. ქართული ოცნებაც" ვითარდება, როგორც სხვა პარტიები.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ მთლიანი საზოგადოება ვართ და მისი შემადგენელია პარტიული ისტებლიშმენტი. სუსტი ეკონომიკა, მედია თუ სხვა, რასაც გავიხსენებთ - ყველაფერი თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, ეკონომიკური სპექტრი არის სუსტი. განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობა და ეს რეგიონში შეიმჩნევა. თუ ჩვენს გამოცდილებას, პრაქტიკას, უახლოეს წარსულს გადავხედავთ, დაახლოებით ასეთი უნდა იყოს. მთავარია, ისე დავგეგმოთ, ისეთი სტრატეგია ავიღოთ, რომ განვითარებას შევუწყოთ ხელი, რომ შემდეგ წელიწადს უფრო განვითარებული იყოს და რამდენიმე წლის შემდგომ უკვე იყოს კარგად განვითარებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ რიცხვში რეგიონებში. გამგებლების არჩევნები ჩავატარეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ერთ-ერთი პრინციპულია, რამაც განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს და უნდა შევეცადოთ, ეს რეფორმა გავაღრმავოთ. ახალარჩეულებს ძალიან უჭირთ. ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვქონდა. ერთი კაცი მართავდა ცენტრიდან და ყველაფერს წყვეტდა - კარგად ვნახეთ, ეს როგორი ეფექტური იყო. ეს არის ამის გასაღები, რომ სწრაფად ვერ მივიღებთ ჩვენ განვითარებულ პოლიტიკურ სპექტრს და ეს გასაგები უნდა იყოს. ეს მაქვს მხედველობაში. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო და ამას კი არ უნდა შევგუოთ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. უნდა ვეცადოთ, მოვითხოვოთ, ვაკრიტიკოთ, რომ მომავალში უფრო განვითარებული მივიღოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner