logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა დეპუტატების აშშ-ის საელჩოში დაპატიჟებაზე: რაღაც გაუგებრობა იყო. ჯერ მოიწვიეს და შემდეგ უარი უთხრეს
- +

30 ივნისი. 2023. 22:32

ირაკლი ზარქუა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უმრავლესობის დეპუტატების დასწრების საკითხს გამოეხმაურა. კომენტარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაღაც გაუგებრობა იყო. ჯერ მოიწვიეს და შემდეგ უარი უთხრეს. ბუნებრივია, ეს არაფერში ჯდება. ჩვენი წარმომადგენლები მაინც იყვნენ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მთავარ პარტნიორს. მაგრამ უხერხულობა ამას მაინც გასდევს. მე მგონია, რომ ეს უხერხულობა მალე დამთავრდება, იმიტომ რომ როტაცია მალე იქნება. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მოქმედმა ელჩმა ვერ გაართვა თავი, პირიქით. მას შეეძლო ეს ურთიერთობები უფრო მყარი ყოფილიყო“, - განაცხადა ზარქუამ.

რატომ არ მივიდნენ უმრავლესობის დეპუტატები ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. განმარტება მედიასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული სოლიდარობით ახსნა და დააზუსტა, რომ სამ დეპუტატს მოსაწვევები საელჩოს სახელით შეცდომით გაუგზავნეს. მაკა აბულაძე დეტალებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner