logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს ღვარძლი, სიძულვილის ენა, ადამიანთა დამუნათების "მაღალი ხელოვნება", თქვენთვის ბუნებრივი თვისებებია
- +

30 ივნისი. 2023. 22:52

 

მედიაჰოლდინგ „კვირას" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

"ყველაფერი გავიგე, გავიგე, რომ შეიძლება არ მოგწონდეს სამყარო, სადაც ცხოვრობ, ღმერთი, რომლისაც შენი ქვეყნის ხალხის დიდ ნაწილს სწამს, შეიძლება ვერ იტანდე შენი ქვეყნის მმართველს, განსხვავებული გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს, შეიძლება იყო ძალიან კრიტიკული, გქონდეს შენი პრინციპებიც და არ მესმის რანაირად, მაგრამ, სადღაც გულის სიღრმეში გჯეროდეს კიდეც, რომ ხაზარაძესთან ერთად თავად ქვეყნის უკეთესად მართვას შეძლებ, მაგრამ, პროფესიით იურისტი რომ, ხარ, უფლებადამცველი და თან საქართველოს პარლამენტარის საპატიო მანდატი გაქვს მინიჭებული, ქალი რომ გქვია და დედაც რომ ხარ, ეს როგორ უნდა დაგემართოს ადამიანს? მამის ზიზღი შვილზე რატომ უნდა გადაგქონდეს? მით უფრო შენ, ვისაც პროფესიული ეთიკის და ზოგადად ეთიკის დაცვა პირველ რიგში მოგეთხოვება?

როგორც ჩანს ეს ღვარძლი, სიძულვილის ენა, ადამიანთა დამუნათების "მაღალი ხელოვნება", თქვენთვის ბუნებრივი თვისებებია და არანაირი, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც პროფესიონალიზმთან, არც განათლებასთან და არც ადამიანობასთან.

მაგრამ, ამის გააზრებას კიდევ სხვა უნარები უნდა... იქნებ, ერთხელ საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან სხვა პოლიტიკოსების შვილების აწყობილ ცხოვრებაზეც გვესაუბროთ? მერე გადადით ცოლებზე, მეგობრებზე... სხვებზე, თორემ ხაზარაძის ოჯახი აქ რა მოსატანია... ეს დღეს თქვენგან უკვე არავის გაუკვირდება - ორღობის პოლიტიკის ზენიტში ვართ! ბრავო!"- წერს ქეთი ხოსიტაშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner