logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: 11 წელი ელოდა ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს უკვე აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში
- +

30 ივნისი. 2023. 23:00

"ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ვინ ვართ ჩვენ და რას გვიწოდებენ ესენი - რომ ვართ პრორუსები და კიდევ ათასგვარ სისულელეს. ჩვენ ვართ ქართველები, ღირსებით, ისტორიით. სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოსთან და ვატარებთ ქართველი ხალხის ინტერესებს. და ვინ ხართ თქვენ და ვის ინტერესებს ატარებთ - ეს მეც ძალიან კარგად ვიცი და ქართველმა ხალხმაც იცის," - აღნიშნა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკური დებატებისას.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა - „თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ „ტურებზე“ და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ. ჩვენ კი არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას. თქვენგან განსხვავებით ვართ სამართლიანი ხალხი და ვივლით წინ ქართველ ხალხთან ერთად. 11 წელი გელოდათ ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს კი აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში ჩვენ კი ვივლით წინ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად,“ - განაცხადა დეპუტატმა.

მან პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა და მთავრობის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner