"ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც გაექცა დებატებს და ამას აქვს მარტივი მიზეზი - მათ სათქმელი არაფერი აქვთ," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს მოუსმინეს.
„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.